ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ რობაქიძის მკვლელობის ამსახველი ვიდეო-მასალა ჟურნალისტებსა და სამართალდამცველებს მიაწოდა დღეს მიაწოდა, რომელიც პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებს.
ირაკლი ფირცხალავამ ვიდეო მასალა დამოუკიდებლად მოიპოვა, თუმცა სამართალდამცველებისთვის გადაცემამდე ის ჟურნალისტებს მიაწოდა. ვიდეო-მასალა ,,რუსთავი-2"-მა გაავრცელა. რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გავრცელებული კადრები სრული ვერსია არ არის, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ მოიპოვა.
ჩანაწერში კარგად ჩანს, რა მოხდა დიდუბეში 2004 წელს გიორგობის ღამეს, და რა ვითარებაში დაიღუპა ახალგაზრდა. ვიდეო-კადრებში ჩანს, რომ ავტომობილში იდო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი.
როგორც ფირცხალავამ ჟურნალისტებთან განმარტა მანქანაში რობაქიძე შემთხვევით იყო მოხვედრილი.
,,ამ მანქანაში მჯდომი ადამიანებიდან არცერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი. თუ არ ვცდები ნაცნობი ერთი უნდა ყოფილიყო. ბუტა რობაქიძე მანქანაში შემთხვევით არის მოხვედრილი. ეს მანქანა იმ დღეს შუადღით ფიგურირებდა დინამოს სტადიონთან მომხდარ ჩხუბში, რა დროსაც ერთ-ერთი მონაწილე დაწერილი უნდა ყოფილიყო და ზუსტად ეს მანქანა იყო გადაცემული დაკავებაზე. პირველ ოქტომბრამდე, სადაც ზაფხულში ჩემთვის ინფორმაცია გახდა ცნობილი რომ კომახიძე მალხაზი ჰქვია, თუ ვახტანგ კომახიძის სახელით რაღაც ჯგუფი თბილისში აპირებდა კადრები სარფიანად გაეყიდა, რომელიც გადაღებული იყო შემთხვევის ადგილას. მაშინ ამ ამბავს ყურადღება არ მივაქციე, რადგან ეს არის ადამიანი რომელსაც თავისი შიზოფრენული აზრები გადააქვს ფილში და ამას აჩვენებს საზოგადოებას.Mმე მოვიპოვე ეს კადრები. Eეს არის უმძიმესი კადრები. საშინელი კადრები. ერთი მოვიტანე ნივთმტკიცებად და იქიდან გამომდინარე, რომ არ ვენდობი ამ ხალხს, თითო კოპიოს გადმოგცემთ თქვენ. ჩემს 21 წლის შვილს აქვს ნანახი. Mმთელი ღამე ვუყურებდით ამ კადრებს. ჩემს შვილსაც არ სჯეროდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეირაღებულები. Pპოლიციის 30 თანაშმრომელზე განხორციელდა ზეწოლა. ცრუობს ყველა პატრულის თანამშრომელი, პროკურორი. 30 ცრუ მოწმე დაიყენეს. როდესაც ამ კადრებს ექსპერტიზა ჩაუტარდება ეს პროკურორები ამ საქმე ვეღარ გამოძიებენ. ჩვენ აცილებას მივცემთ"-განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.