გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ყოფილი პოლიციელი სოსო ასიტაშვილი მისმა თანასოფლელმა ლევან მიტიჩაშვილმა ხანჯლით დაჭრა.
დაზარალებულს ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მას სასწრაფო ოპერაცია გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდა.
ექიმების განაცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სისხლიანი გარჩევის მიზეზად სოფელში დანაშაულში ეჭვმიტანილსა და პოლიციელს შორის ძველი დავა სახელდება.
საქმეს გურჯაანის პოლიციის სამმართველო იძიებს.
მასალის გამოყენების პირობები