დაუდგენელმა პირებმა თბილისში, ქეთევან წამებულის 84 ნომერში მდებარე ფოსტის შენობა გაქურდეს. დადგენილი არ არის მძარცველებმა რა ოდენობის თანხის წაღება მოახერხეს. საქართველოს ფოსტაში ზარალის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ აკონკრეტებენ. ფული ფოსტის შენობაში არსებული სეიფიდანაა გატანილი. გვიან ღამდმდე ფოსტის შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცავები მუშაობდნენ. ამოღებულია ნივთმტკიცებულებები. მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები