დღეს, 19 თებერვალს, სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას V კვარტლის (ნაწილობრივ) და მინდელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: კარდანახის, ლომოურის, სამოქალაქოს და ალვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
აგრეთვე 12 საათიდან 14 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ქეთევან წამებულის (ნაწილობრივ) და საექიმოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, შევჩენკოს და ლესია უკრაინკის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.