შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს შენობის წინ, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა. აფეთქების შედეგად პოლიციის შენობის მინები ჩაიმსხვრა, დაზიანდა ფასადი, ასევე - შესასვლელთან მდგომი ავტომანქანა. პიროვნება, რომელმაც, სავარაუდოდ, ხელყუმბარა კასპის პოლიციის შენობასთან ისროლა - დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება
მასალის გამოყენების პირობები