თბილისში მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდი აღარ აშენდება. როგორც თბილისის მერიის გიგი უგულავას განცხადებაშია აღნიშნული, დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდი აღარ აშენდება.
„როგორც ცნობილია აღნიშნულ პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებდა. პროექტის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურები და უცხოელი კონსულტანტები. ფონდის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა, რომ ხიდის აშენებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული საცობების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
დღეს არსებული მდგომარეობით ვეფხისა და მოყმის ძეგლთან მუდმივად არსებობს საცობები. ხიდის აშენების შემდეგ, კი მოძრაობა ორ დონეზე შუქნიშნის გარეშე განხორციელდებოდა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების უწყვეტად გადაადგილებას უზრუნველყოფდა, ასევე განიტვირთებოდა მოძრაობა წერეთლის გამზირსა და ქუთაისის ქუჩაზე"- ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მერია სურვილს გამოთქვავს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ერთხელ გადახედოს აღნიშნულ პროექტს და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურის წარმომადგენლებთან და ექსპერთებთან ერთად, განიხილონ ხიდის საჭიროებისა და მშენებლობის საკითხი.
მასალის გამოყენების პირობები