შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს შენობის წინ, სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა. აფეთქების შედეგად პოლიციის შენობის მინები ჩაიმსხვრა, დაზიანდა ფასადი, ასევე - შესასვლელთან მდგომი ავტომანქანა. პიროვნება, რომელმაც, სავარაუდოდ, ხელყუმბარა კასპის პოლიციის შენობასთან ისროლა - დაკავებულია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება) 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.