საპყრობილეში პატიმართა გარდაცვალების რეალური მიზეზების დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს, _აღნიშნულის შესახებ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მათი უმრავლესობა მოკლულია.
"2005-2012 წლებში საპყრობილეებში 700-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. მიმდინარეობს მათი გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენა, ვინაიდან წინასწარი მონახაზით, რეალობა ის არის, რომ მათი დიდი ნაწილი უბრალოდ მოკლულია", - აღნიშნა კბილაშვილმა.
კბილაშვილის განცხადებით, წინასწარი ვარაუდით, იკვეთება სისტემურ სახელმწიფო დანაშაული.
"ვგეგმავთ, რომ როცა ფაქტებს დავდებთ და, ეს სავარაუდოდ მოხდება მარტის დასაწყისისთვის, მას მივცემთ ისეთ სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ახალი სიტყვა უნდა იყოს ქართული სამართალწარმოების სისტემაში. კერძოდ, ეს არის სისტემური სახელმწიფო დანაშაული, რომელიც აქამდე არ გამოგვივლენია", - განაცხადა კბილაშვილმა.