საქართველოში უახლოესი სამი დღის განმავლობაში მოღრუბლული ამინდი შენარჩუნდება, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის, მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ განუცხადა. მისი თქმით, მთელს საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანობა.
"19 თებერვლისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვა. 20 თებერვვალს საქართველოს მასშტაბით დაფიქსირდება უნალექო ამინდი ხოლო, 21 თებერვალს ამინდი გაუარესება და მთელს დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდება წვიმა, ხოლო აღმოსავლეთში ზოგიერთ რეგიონში თოვლი", - განაცხადა სვეტა ნიორაძემ.