ჩილელმა მეცნიერებმა გადაწვიტეს ალკოჰილიზმს საკმაოდ მკაცრად, ტანჯვის მეშვეობით უმკურნალონ. მკვლევარებმა გამოიგონეს ვაქცინა,რომლის მოქმედების პრინციპი ნაბახუსევის სიმპტომის გაძლიერებას ეფუძნება.
"მეთოდი და ღონისძიება მკაცრია,მაგრამ ეფექტური", - ირწმუნებიან ექსპერტები.
ვაქცინა ადამიანის (ცხოველის) ორგანიზმში შეჰყავთ ე.წ. აქტიური იმუნიტეტის შესაქმნელად ე.ი. როცა ორგანიზმში ინფექციის გამომწვევი ნებისმიერი ამღზნები აღწევს, ორგანიზმი ამოიცნობს მას და იწყებს აქტიურ ბრძოლას.
ვაქცინის საფუძველია - იმუნოგენი. ვაქცინები რამდენიმე ტიპად იყოფა, მათი მიღება შესაძლებელია ბაქტერიიდან ან ვირუსისგან, შესაძლებელია მათი სინთეზირება ლაბორატორიაში. არსი ერთია- ვაქცინამ ხელი უნდა შეუწყოს იმუნიტეტის გამომუშავებას.
ალკოჰოლი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით "მუშაობს", რომელიც გავლენას ახდენს იმუნიზაციის ხარისხზე. ალკოჰოლური სასმელების მუდმივი (ან ეპიზოდური, ხშირი ან იშვიათი, მაგრამ გადაჭარბებული) მიღება იმუნური რეაქციის შემცირებას ნიშნავს და იწვევს სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის ღვიძლის ქრონიკულ პათოლოგიებს. საყოველთაოდ ცნობილია,რომ ალკოჰოლის მოყვარულთა ასაკი არ შეესაბამება მათ ფიზიკურ ასაკს, ორგანიზმი მალე ცვდება , ბერდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ ადამიანი შეყვება ლოთობას ან თრობის მდგომარეობას ან ნაბახუსევია და დაავიწყდება რევაქცინაციის საჭიროება (როგორიცაა მაგალითად ანტირაბიული ვაქცინა) აქტიური იმუნიტეტი არ ჩამოყალიბდება და ვაქცინის შეყვანა აზრს კარგავს.
ადამიანი, რომელსაც ნემსი უკეთდება, თუნდაც ერთი ყლუპი ალკოჰოლის მიღებისას განიცდის ძლიერ დისკომფორტს, გულისრევას, გულისცემის მატებას, თავის ტკივილს. ამის შემდეგ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დალევა კიდევ მოუნდეს. საქმე იმაშია,რომ ვაქცინა აქვეითებს ღვიძლის უნარს გამოიმუშაოს ფერმენტი, რომელიც "გახეთქავს" ალკოჰოლს.
მეცნიერების მტკიცებით, აცრის ხანგრძლივობა ექვსი თვიდან ერთ წლამდეა. როგორც ცნობილია, წამლის უბრალო მიტოვებით ალკოჰოლის ბევრ მოყვარულს ბოლომდე არ მიჰყავს მკურნალობა. ამ შემთხვევაში ასე არ გამოვა - პრეპარატისადმი ანტიდოტი არ არსებობს, მისი მოქმედება შეუქცევადია.
"ასე ,რომ თუკი გადაწყვეტ თავი დაანებო ალკოჰოლს უკან დასახევი გზა არ არსებობს, უნდა მოითმინო. დარჩა ერთი გამომგონებლებმა უნდა დაადგინონ მიღების უსაფრთხო დოზა", - აცხადებენ მეცნიერები.
ვაქცინის ფართოდ ხელმისაწვდომი ორი წლის შემდეგ გახდება.