სპეცოპერაცია "ენვერის" შედეგად დაკავებული პირები, რომელთაც პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა და ამნისტიით გათავისუფლდნენ, ხელისუფლებისგან საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნასა და ხელახალ შესწავლას მოითხოვენ.
ისინი მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სრული რეაბილიტაცია, რადგან დღემდე მათ ბევრი ისევ ჯაშუშებად მოიხსენიებს.
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულები იმ სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხის დასმასაც მოითხოვენ, ვინც საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა.
სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები აცხადებენ, რომ საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნის შემდეგ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რომ მათი დაკავება გამოგონილი ბრალდებებით მოხდა და სინამდვილეში ამ ყველაფერს სარჩულად ბიზნეს და პოლიტიკური ინტერესები ედო.