18 თებერვალს 10 საათიდან 11 საათამდე სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ზედაზენის, სააკაძის, რიონჰესის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
აგრეთვე 12 საათიდან 13 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ჟველაურის, არალეთის, იფნევის, კვერნაულის, ზვარეთის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის, ცისარტყელის და ბენდელიანის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.