ხვალ, 18 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მიერ 100 დღის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას შეაფასებენ.
კონფერენციას „100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები" "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს", ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრა თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება.
კონფერენციაზე მიწვეულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მოკლე მოხსენებებით წარდგებიან ხელისუფლების სამივე შტოსა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები.