მაშველებმა მტკვარში 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი დღეს დილით 10:30 სასთზე აღმოაჩინეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ქალაქ თბილის საგანგებო სიტუაციებისა და მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნოდარ ჭუმბაძემ განაცხადა შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები უკვე მუშაობენ.
,,ვაწარმოებდით შემოვლა-დათვალიერებას და ორთაჭალის ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვარში ამოვაჩინეთ 60-70 წლამდე მამაკაცის ცხედარი, რომელიც სავარაუდოდ ახალი გარდაცვლილია. გვამი ნაპირზე დავასვენეთ და ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები ვინაობისა და გარდაცვალების მიზეზის დასადგენად", -განაცხადა ნოდარ ჭუმბაძემ.