შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაიკითხა. დონაძის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში, გვიან ღამით, დასრულდა. დონაძე მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს და მათ ყველა საკითზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
"გამოძიებას მივეცი ყველა ის პასუხი რაც მათ ამ ეტაპზე აინტერესებდათ და ამ ეტაპზე არ შემიძლია რაიმე მნიშვნელოვანი გითხრათ, იმიტომ, რომ გამოძიება კიდევ გრძელდება და არ მინდა, რომ ხელი შემუშალო პროკურატურას რაიმეში",_ აცხადებს გურამ დონაძე, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებითაც დაიკითხა.
"რობაქიძეზე უკვე მივეცი ჩვენება, ორი დღის განმავლობაში ვიყავი და ორი დღე დავდიოდი და თუ დამატებით იქნება კიდევ კითხვები, მზად ვარ ისევ გამოცხადდე და გამოძიებასთან ვითანამშრომლო", _ აცხადებს
მასალის გამოყენების პირობები