თბილისის მერი გიგი უგულავა ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე გამოცხადდა. უგულავა დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე შევიდა . როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მზად არის, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
"მე ვფიქრობ, გამოსაძიებელი ის უფროა, თუ ვის ეჩურჩულებოდა ნაზად ნანა კაკაბაძე. ასევე, საინტერესოა, დაიკითხება თუ არა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მე ეს მაინტერესებს. დანარჩენი კი, რა შეკითხვებიც ექნებათ, მზად ვარ, ვუპასუხო", - განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავა 8 თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით იკითხება.