სარემონტო სამუშაოების გამო 16 თებერვალს 02 საათიდან 04 საათამდე ვაკისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III, IV და V მიკრორაიონების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ბავშთა სოფლის, ვაჟა-ფშაველას, გამსახურდიას და ყაზბეგის გამზირების (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ტაშკენტის, ამბროლაურის, საირმის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის, საბურთალოს, ნუცუბიძის, დელისის, ბუდაპეშტის, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 18 თებერვალს 10 საათიდან 11 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ზედაზენის, სააკაძის, რიონჰესის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
აგრეთვე 12 საათიდან 13 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ჟველაურის, არალეთის, იფნევის, კვერნაულის, ზვარეთის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ხოლო 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის, ცისარტყელის და ბენდელიანის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.