იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის დაკითხვის ალბათობას არ გამორიცხავს,
„ციხის სკანდალი იცით არის გამოძიებაში და ვისი დაკითხვა და პასუხისგებაში მიცემა იქნება საჭირო ყველა პირი იქნება დაკითხული და პასუხისგებაში მიცემული", - განაცხადა თეა წულუკიანი.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციხის სკანდალთან დაკავშირებით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ხათუნა კალმახელიძის დაკითხვას მოითხოვს.