საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით თბილის მერი გიგი უგულავა დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს, -აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან სასამართლოში გამართულ პრესკონფერენციაზე საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ ეკა არეშიძემ განაცხადა.
,,2013 წლის 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლო დააკმაყოფილა ძველი თბილისის რაიონული პოლიციის პროკურატურის შუამდგომლობა მოწმის სახით გიორგი (გიგი) უგულავას საქართველოს შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში იძულებით მიყვანის თაობაზე", -განაცხადა ეკა არეშიძემ და აღნიშნა, რომ უგულავა მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე ხვალ, 16 თებერვალს 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
,,სასამართლოს ბრძანებით გიორგი (გიგი) უგულავს მიყვანა გამოძიების წარმოების ადგილას უნდა განხორციელდეს 2013 წლის 16 თებერვალს 15:00 საათზე. ბრძანების აღსრულება დაევალა შსს თბილის სამმართველოს ძველი თბილის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს", _ განაცხადა ეკა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიგი უგულავას იძულებით დაკითხვის შესახებ სასამართლოს მიმართა. გიგი უგულავამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცხადება დაკითხვაზე.