ოშკისა და იშხნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაში მონაწილეობას ქართველებიც მიიღებენ. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა უკვე მიღწეულია შეთანხმება და ქართველი სპეციალისტები თურქეთში განლაგებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაში მიიღებენ მონაწილეობას.
,,შევთანხმდით, რომ გამოყენებული არ იქნება ნაცვალგების პრინციპი. კულტურული ძეგლები რეაბილიტაციას საჭიროებს სადაც არ უნდა იყოს და ვისაც არ უნდა ეკუთნოდეს. შეთანხმება მიღწეული და და ოშკისა და იშხნის ძელების რეაბილიტაციაში მონაწილეობას ქართველებიც მიიღებენ", -განაცხადა ფანჯიკიძემ.