შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს, გაბრიელა ბატაინი-დრაგონს შეხვდა.
შსს-ს ინფორმაცით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის საკითხი, შსს-სა და ევროსაბჭოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ერთობლივი პროექტები.
მინისტრმა სტუმარს ასევე გააცნო სამართალდამცავ სფეროში მიმდინარე რეფორმები, შსს-ს 2013 წლის სტრატეგია და ახალი პოლიციის ეთიკის კოდექსის პროექტი, რომელიც გაიგზავნა ევროსაბჭოში შენიშვნებისა და კომენტარებისთვის.