რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძეზე ძებნა გამოაცხადა. უახლოეს მომავალში კი სასამართლო დაუსწრებლად მისი დაპატიმრების გადაწყვეტიულებასაც გამოიტანს.
რუსეთის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოტანილი დადგენილების თანახმად საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე ბრალდებულადაა აღიარებული რუსეთის ფედერაციაში არეულობების მომზადების საქმეზე. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
"მას ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სერგეი უდალცოვთან, ლეონიდ რაზვოჟაევთან, კონსტანტინე ლებედევთან და სხვა პირებთან ერთად მასობრივი არეულობების ორგანიზება.
იმასთან დაკავშირებით, რომ თარგამაძე არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ბრალდებულის ხარისხში მას გამოძიება ადრე ვერ დაკითხავდა, მანამ ვიდრე არ გაარკვევდა აქვს მას რაიმე იმუნიტეტი თუ არა.
ამ დროისათვის კი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულია ოფიციალური პასუხი იმის შესახებ, რომ გივი თარგამაძეს სისხლის სამართლებრივი დევნისაგან არავითარი იმუნიტეტი არ გააჩნია", _ ნათქვამია განცხადებაში.
ქართველი პოლიტიკოს გივი თარგამაძე რუსეთის ფედერაციაში არეულობების მომზადების საქმეზე ბრალდებულად აღიარეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.