ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძეს აოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა. როგორც დაკითხვის დაწყებამდე კირკიტაძემ განმარტა მისი დაკითხვა დასაქმების პროგრამას უკავშირდება.
,,სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აღმოჩნდა არც სურვილი, არც კომპეტენცია იმისა, რომ რეალური პრობლემების მოგვარება დაიწყოს. ამიტომ ცდილობენ ყოველდღიური დაბარებებით, დაკავებებით პროვოკაციებით მოსახლეობის ყურადღება გადაიტანონ ამ საკითხებზე", -განაცხადა ჟურნალისტებთან კირკიტაძემ და აღნიშნა, რომ მათ არ გააჩნიათ გეგმა თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან.
შეგახსენებთ, რომ დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით უკვე დაიკითხა ზურაბ ჭიაბერაშვილი და ივანე მერაბიშვილი.