14 თებერვალს, რეისით დუბაი - თბილისი (FZ713), რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ს. ბ. ჩამოფრინდა. მოქალაქე ს.ბ-მ, კუთვნილი ტვირთის აეროპორის ტერიტორიიდან გატანა, საბაჟოს გვერდის ავლით, სავალდებულო დეკლარირების გარეშე სცადა. შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის ოფიცრების მიერ, პიროვნებას განემარტა, რომ მისი კუთვნილი ბარგი, კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დათვალიერებულიყო. ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა აღურიცხავი საქონელი:ტელეფონი SAMSUNG GALAXY-30 ცალი, ტელეფონი IPHONE-29 ცალი, პლანშეტი -6 ცალი (SAMSUNG -2ცალი, IPAD-4ცალი), სპორტული ფეხსაცმელი-32წყვილი, შარვალი-21ცალიდა სხვა. შეივსო მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი, სადაც აღინიშნა, რომ ს. ბ-ს, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოში შემოჰქონდა არადეკლარირებული, კონტრაბანდული საქონელი.
ს. ბ.დათვალიერების შედეგად გამოვლენილ ფაქტებს დაეთანხმა და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმს, ხელი მოაწერა.
სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ბარგი ამჟამად დალუქულია და გადატანილია ტერმინალ „ლასარეს" ექსპერტიზის განყოფილებაში