ივანიშვილის დავალებით ორიათასი სოცაგენტი დაუკითხავთ და მე მინდა, თითოეულ სოცაგენტს, ვინც დაკითხეს და ვისაც დაკითხავენ ბოდიში მოვუხადო. ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა.
"ივანიშვილის დავალებით ორიათასი სოცაგენტი დაუკითხავთ და მე მინდა, თითოეულ სოცაგენტს, ვინც დაკითხეს და ვისაც დაკითხავენ ბოდიში მოვუხადო და ამავე დროს მადლობა ვუთხრა, რომ მნიშვნელოვანი ბაზა შექმნეს, შეავსეს ანკეტები და ამის მოწმეა მთელი საქართველო. ფაქტია, რომ ეს მთავრობა დასაქმებაზე არ ფიქრობს. იმედია, რომ ადრე თუ გვიან საქართველოში მოვა მთავრობა, რომელიც ხალხის დასაქმებაზე იზრუნებს და საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს არ გადააყოლებს ქვეყანას", - განაცხადა მერაბიშვილმა.
გამომძიებლები მერაბიშვილს 2 საათის განმავლობაში "დასაქმების მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამასთან" დაკავშირებით კითხავდნენ.
ამავე საქმეზე დღესვე ჯანდაცვის ექს-მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაიკითხა.