ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამის - "არასათანადო მოპყრობისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა" - ფარგლებში, 2013 წლის 11-16 თებერვალს ევროსაბჭოს ექსპერტი პროფესორი ჯიმ მერდოკი საქართველოს ეწვია. ვიზიტის მიზანია აღნიშნულ სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და მიმდინარე პრაქტიკის შესწავლა და წარსულში გადმოცემული რეკომენდაციების შესრულების შეფასება.
ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 თებერვალს პროფესორი მერდოკი შსს-ს ადმინისტრაციის, ადამიანის უფლებების დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოსა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს შსს-ს მიერ, ამ უწყების საქმიანობის განხორციელების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესწავლა-გამოძიების საკითხები. შეხვედრის შემდეგ, ექსპერტი შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორს ეწვია.