14 თებერვალს 11 საათიდან 13 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ანტონ კათალიკოსის, ივერიის, ვეკუას, შარდენის, სიონის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების გამო 14 თებერვალს 10 საათიდან 18 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, კედიას და ევდოშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
14 თებერვალს 10 საათიდან 11 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV კვარტლის, ურეკის, საჩხერის, ცოდნისკარის და შატილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
აგრეთვე 11 საათიდან 12 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ხოლო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხრანის, ნაგომარის და რატევანის ქუჩების მაცხოვრებლებს