შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის საზღვაო რაიონი) შესვლის წესის დარღვევის ფაქტზე, რუმინეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ,,MIDIA-5" და ,,MIDIA -13" დააკავეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე (პრიმა ერთი) მუხლით.
რუმინეთის დროშით მცურავი გემი "MIDIA-5"-ის და "MIDIA-13"-ის კაპიტანს, მანოლე ვირგილიუს და იონ ტენტუსს შეეფარდათ გირაო თითოეულს 40 000 ლარის ოდენობით და გადახდის ვადად განესაზღვრათ 30 (ოცდაათი) დღე