12 თებერვლის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები სულ 7 025 ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დატოვა .
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ინფორმაციით, 7 025 მსჯავრდებულიდან 175 პოლიტპატიმარია, 277 მდედრობითი სქესის სრულწლოვანია (№2 დაწესებულება - 2, №3 დაწესებულება - 3, №5 დაწესებულება - 272) და 17 მამრობითი სქესის არასრულწლოვანია (№2 დაწესებულება - 1, №8 დაწესებულება - 1, №11 დაწესებულება - 8, №17 დაწესებულება - 6, №18 დაწესებულება - 1).