,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის სერგო რატიანის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დაკავებულ ნიკოლოზ არაბულს საქალაქო სასამართლომ 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკოლოზ არაბულის დაკავებას საფუძვლად დაედო კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის, დაკითხვისა და პირის ამოცნობის ოქმები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ვიდეომასალები.
შეგახსენებთ, რომ არაბული პოლიციამ, ხულიგნობის ბრალდებით, 11 თებერვალს დააკავა. დაკავებულმა 2013 წლის 8 თებერვალს, გუდიაშვილის ქუჩაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პარლამენტის დეპუტატ სერგო რატიანს.