თავის ყოველწლიურ მოხსენებაში აშშ-პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უძრაობაში ჩავარდნილი ეკონომიკის "საშუალო ფენისათვის ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნის" გზით გამოცოცხლების პირობა დადო. ობამა ასევე გამოვიდა მოწოდებით გაგრძელდეს რეფორმები ჯანდაცვის სფეროში, ასევე იარაღზე კონტროლის, ქალებისა და მამაკაცების თანასწორობის, მიგრაციული პოლიტიკისა და კლიმატის ცვლილებების სფეროში.
მისივე თქმით, მთავრობა იმუშავებს "ბევრისათვის" და არა "ერთეულებისათვის".
ობამასათვის საპასუხო სიტყვაში, როგორც მოსალოდნელია სენარტორი რესპუბლიკელი მარკო რუბიო ობამასაგან "მის აკვიატებულ აზრზე - გაზარდოს გადასახადები" უარის თქმას მოითხოვს.
როდესაც სენატში "ქვეყანაში მდგომარეობის შესახებ" საუბრობდა ობამამ განაცხადა, რომ მისი თაობის ამოცანაა "კვლავ აამუშაოს ეკონომიკური ზრდის ძრავი და მზარდი საშუალო კლასი". მისივე თქმით, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ამ გზაზე "პოლარული ვარსკვლავი" იქნება. ამასთან ერთად, ობამას განცხადებით, მისი არც ერთი წინადადება საბიუჯეტო დეფიციტს "არც ერთი გროშით" არ გაზრდის.
ობამას სიტყვას სენატში ისმენდნენ როგორც მომხრეები ასევე მოწინააღმდეგეები იარაღზე კონტროლის დაწესებისა, რომლის შესახებაც დებატები კონექტიკუტში მომხდარი ამბების შემდეგ გამწვავდა.
ობამას ადმინისტრაცია, ცეცხლსასროლ იარაღზე კონტროლის გამკაცრების მომხრეა.
გარდა ამისა, ობამამ ასევე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის შესახებ. მისი თქმით, მიმდინარე წლის ბიოლოს ავღნეთიდან 34 ათასი ამერიკელი სამხედრო გამოვა. ასე რომ ავღანეთში მყოფი ამერიკული სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა თითქმის განახევრდება. ახლა მათი რაოდენობა 66 ათას სამხედროს შეადგენს.