აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი ავღანეთის ტერიიტორიას 2014 წლის ბოლომდე სრულად დატოვებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესში გამოსვლისას განაცხდა.
მისი თქმით, 34 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ავღანეთს მომავალი წლის დასაწყისში დატოვებს.
პრეზიდენტმა კონგრესში ასევე განაცხადა, რომ ძლიერი ამერიკის ასაშენებლად აუცილებელია ძლიერი საშუალო ფენა, რისთვისაც მოხდება ქვეყნის ეკონომიკური "ძრავის ხელახლა გაშვება".
ობამამ ასევე მოუწოდა კონგრესის წევრებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ, რათა შემცირდეს ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტი.
პრეზიდენტი ობამა მიიჩნევს, რომ კანონმებლებმა გასაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციეონ იმ "ხვრელებს", რომლებსაც მდიდრები იყენებენ გადასახადების დასამალად და ასევე პრიორიტეტული უნდა გახდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.
მასალის გამოყენების პირობები