ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ დათო ქვარაიას ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით, წალენჯიხის რაიონის დაბა ჯვარში მცხოვრები ნექტარ ბ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაცით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 12 თებერვალს, გამთენიისას, გამსახურდიას გამზირზე პოლიციის ლეიტენანტი დათო ქვარაია ნექტარ ბ-მ მუცლის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემავალი ჭრილობა ბასრი საგნითაა მიყენებული. ბრალდებული სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლის 1-ლი ნაწილით. საქმეს იძიებს ზუგდიდის პოლიციის რაიონული სამმართველო.