თბილის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მამუკა ახვლედიანის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ოთხ საათიანი დაკითხვა დასრულდა. როგორც ახვლედიანმა დაკითხვის შემდეგ განაცხადა იგი "თბილსერვის ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა.
,,გამოძიებას კითხვები ჰქონდა "თბილსერვის ჯგუფთან" და თბილისის დასუფთავების სამსახურთან დაკავშირებით, თუმცა ჩემი დაკითხვა უკავშირდებოდა ჩემს მიერ გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებას, რომელიც ,,თეატრალურის კვარტეტის" დასაქმებასთან დაკავშირებით გავაკეთე", -განაცხადა ახვლედიანმა და კიდევ ერთხელ დადასტურა რომ სწორედ მისი რეკომენდაციის საფუძველზე დასაქმდნენ "თბილსერვის ჯგუფში" ,,თეატრალური კვარტეტის" წევრები.
შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყებაში ახვლედიანი 10:30 საათიდან იმყოფებოდა.