წუხელ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს. ინფორმაციას პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში, თენგიზ გუნავა ადასტურებს, _აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ,,ნაციონალური მოძრაობის" ,,ფეისბუკის" გვერდზე ვრცელდება. როგორც თენგიზ გუნავა განმარტავს პოლიციელს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
პრეზიდენტის რწმუნებულის ინფორმაციით, ამ დრომდე დამნაშავე დაკავებული არ არის.