შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის შენობაში კინორეჟისორ ელდარ შენგელაიასთვის დედის, სახალხო არტისტ ნატო ვაჩნაძის უნიკალური წერილების ასლების გადაცემის ცერემონია გაიმართა, რომელსაც შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი და პოლიციის აკადემიის პრორექტორი ფრიდონ დიასამიძე დაესწრნენ.
ცნობილია, რომ ბატონი ელდარი ნატო ვაჩნაძის მოღვაწეობის შესახებ გამოსაცემად წიგნსამზადებს. შსს-ს არქივის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ უნიკალური წერილები, რომელთაგან ერთ-ერთი ნატო ვაჩნაძემ ლავრენტი ბერიას მისწერა,ელდარ შენგელაიას წიგნში გამოსაქვეყნებლად გადასცეს. ესწერილები აქამდე სრული სახითარასდროს გამოქვეყნებულა.
წერილები რუსულ ენაზეა შედგენილი-ერთი ნაბეჭდია, მეორე კი - ხელნაწერი. პირველი -კინემატოგრაფიის საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე ივანე ბოლშაკოვისა და კინოსტუდიის დირექტორ ვლადიმერ მაჭავარიანის სახელზე,1946წლის 1 თებერვალს არის გაგზავნილი.
აღნიშნულ წერილებში, სახალხო არტისტი მის კარიერაში ხელოვნურად შექმნილ ბარიერებზე საუბრობს და ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ კინოფილმის გადაღების დაჩქარებას ითხოვს, სადაც მას ეკატერინე ჭავჭავაძის როლი უნდა შეესრულებინა;ნატო ვაჩნაძე წუხს, რომ სამი წლის განმავლობაში როლი არ ჰქონია, რაც დიდ უსამართლობად მიაჩნია.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია 1946 წლით დათარიღებული საქმე, რომელშიციმდროინდელიკულტურის მოღვაწეების მიერ საბჭოთა კავშირის ცენტრალურ კომიტეტში (ცეკაში) გაგზავნილიწერილებია.