შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის, 1986 წელს დაბადებული ლევან ნ. დააკავეს.
ლევან ნ. დაკავებისას თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე, „კალაშნიკოვი"-ს ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებმა, ლევან ნ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, გადაჭრილი სანადირო თოფი, ავტომატის კონდახი, 2 მჭიდი და 86 საბძოლო ტყვია ამოიღეს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) 1-ლი და მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
მასალის გამოყენების პირობები