თბილის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც დაკითხვამდე ჟურნალისტებთან ახვლედიანმა განმარტა მას "თბილსერვის ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ
,,წინასწარ როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი საქმე ეხება ,,თბილსერვის ჯგუფთან" დაკავშირებულ საქმიანობას", _განაცხადა ახვლედიანმა და აღნიშნა, რომ შესაძლებლობა რომ ყოფილიყო არა მხოლოდ 750, არამედ 750 000 ადამიანს დაასაქმებდნენ, რადგან ამით საზოგადოებას უამრავი პრობლემა მოეხსენებოდა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ახვლედიანი დაკითხვაზე უკვე მეოთხედ იმყოფება.