ყვარლის რაიონის სოფელი ახალსოფელში ადგილობრივებმა მიწის დამუშავების დროს მიწისქვეშ განთავსებული ფეოდალური ხანის ნაგებობა აღმოაჩინეს.
ორი მეტრის სიღრმის ქვადუღაბით ნაგები შენობა ცარიელი და გაძარცვულია.
სოფლის მოსახლეობა ადგილზე არქეოლოგთა ჩასვლას ითხოვს. მათი თქმით, ასეთი ნაგებობები მიწისქვეშ რამდენიმე წლის წინაც აღმოაჩინეს.