დღეს, 12 თებერვალს 14:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილი კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ნანიანში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება, _აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ,,ფესიბუკის" გვერდზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ ბაღდათს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მათ რეგიონში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა და პარლამენტის ქუთაისში დატოვების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობის შეკითხვებსაც უპასუხა