თბილის საკრებულო თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მამუკა ახვლედიანი დაკითხვაზე დაიბარეს. ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 10:30 საათზეა დაბარებული.
სავარაუდოდ, მამუკა ახვლედიანს შპს "თბილსერვის ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით დაკითხავენ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ახვლედიანი დაკითხვაზე უკვე მეოთხედ იმყოფება.