ქვესადგურში "ცენტროლიტი" სარემონტო სამუშაოების გამო 12 თებერვალს 10 საათიდან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, კაჭარავას, ჯანჯღავას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ქვესადგურში "ზაჰესი-35" სარემონტო სამუშაოების გამო 12 თებერვალს 12 საათიდან 17 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ბარისახოს, სხვიტორის, ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ), ხანძთელის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 თებერვალს 10 საათიდან 14 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და აგრარული უნივერსიტეტის დასახლების მაცხოვრებლებს.
ქვესადგურში "დინამო" სარემონტო სამუშაოების გამო 12 თებერვალს 01 საათიდან 06 საათამდე დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის, აღმაშენებლის და წერეთლის (ნაწილობრივ) გამზირების, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, ართვინის, ცაბაძის, ფიროსმანის, ჩუბინაშვილის, ჩიტაიას, გოგოლის, დოლიძის, მამრაძის, კონსტიტუციის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
შეზღუდვა აგრეთვე შეეხება: თოდუას სახელობის კლინიკას, ბავშვთა სამყაროს, ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანას, გერმანიის საკონსულოს, სასტუმრო "კოლხეთს", ნაძალადევის რაიონის პროკურატურას, სავაჭრო ცენტრს "თბილისი ცენტრალი", დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურატურას, სავაჭრო ცენტრს "ქარვასლა", დინამოს ბაზრობას. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ ამ ორგანიზაციებს კომპანია `თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
12 თებერვალს 10 საათიდან 17 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ივანე ბერიტაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
აგრეთვე 10 საათიდან 14 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.