11 თებერვალს შს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ხულიგნობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ნიკოლოზ არაბული დააკავეს.
დაკავებულმა 2013 წლის 8 თებერვალს, გუდიაშვილის ქუჩაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პარლამენტის დეპუტატ სერგო რატიანს.
მის დაკავებას საფუძვლად დაედო კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის, დაკითხვისა და პირის ამოცნობის ოქმები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ვიდეომასალები.
ნიკოლოზ არაბული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები