ხვალ, 12 თებერვალს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" ადგილობრივ თვითმმართველობებში საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
ორგანიზაცია ადგილობრივ თვითმმართველობებში არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ანგარიშში წარმოდგენილია 2012 წლის 21 დეკემბრიდან 2013 წლის 12 თებერვლის ჩათვლით მუნიციპალიტეტებში განხორციელბული საკადრო ცვლილებების, საპროტესტო აქციებისა და სამართლებრივი დევნის ფაქტები.
პრეს-კონფერენცი 12 თებერვალს, 12:00 საათზე „სამართლიანი არჩევნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართება.