,,სამარცხვინოა, როცა ქალაქის მერი უარს აცხადებს დაკითხვაზე მისვლაზე", _განაცხადა ჟურნალისტებთან შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიგი უგულავას დაკითხვაზე არ გამოცხადების კომენტირებისას.
,,იქნება ეს გიგი უგულავა თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე, კანონი ყველასთვის უზენაესია და კანონის წინაშე ყველა თანაბარია. ჩემთვის უბრალოდ გაუგებარი და სამარცხვინოა, როცა ქალაქის მერი უარს აცხადებს დაკითხვაზე მისვლაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. საქართველოში, როგორც ჩანს, არსებობდა წინა ხელისუფლების მიერ პრივილეგირებული კასტა. ჩვენი ხელისუფლების დროს ეს კასტა აღარ იარსებებს", -განაცხადა ღარიბაშვილმა და ყველა მოქალაქეს კანონის დაცვისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ რვა თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით შსს გიგი უგულავა დაკითხვაზე დაიბა, თუმცა ქალაქის მერმა, სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, დაკითხვაზე მისვლა ვერ შეძლო და გამომძიებლებს დასაკითხად მერიაში მისვლა სთხოვა. თუმცა შსს ინფორმაციით, გამომძიებლები არ აპირებენ გიგი უგულავა ქალაქის მერიაში დაკითხონ.