ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და ქრთამის აღების ფაქტზე,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გურჯანიის რაიონის სოფელ ბაკურციხის რწმუნებული თეიმურაზ ზავრაშვილი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა ,რომ თ.ზავრაშვილმა დაამზადა ყალბი ცნობა,რომლის სანაცვლოდ ქრთამის სახით აიღო 300 ლარი.
მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით,რაც სასჯელის ფორმად თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 მდე ვადით ითვალისწინებს.