დღეს, 11 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლო საპარლამენტო უმცირესობის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაკავებულ გელა მამალაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
გელა მამალაძე პოლიციამ ცხრა თებერვალს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამალაძის მიმართ გამოძიება 239-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს ჩიორა თაქთაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მაშინ მიაყენეს, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს წევრი პრეზიდენტის მიმართვაზე დასასწრებად ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესვლას აპირებდა.