11 თებერვალს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან სოზარ სუბართან შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლები, თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები დაესწრებიან.