„მიუხედავად თბილისის მერის მხრიდან გამოცხადებული მზადყოფნისა, პასუხი გაეცა გამოძიებისათვის ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე, გამომძიებლებმა არ ისარგებლეს ამ საშუალებით და არ დაკითხეს თბილისის მერი", ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი აბესაძე აკეთებს. მისივე განმარტებით, ერთმნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერის დაბარება, არა საქმეზე სიმართლის დადგენის მიზნით, არამედ მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლისა და დაშინების მიზნით განხორციელდა.
„ამასთან ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ არანაირი აუცილებლობა თბილისის მერის დაკითხვისა არ არსებობს, ვინაიდან გამოძიებას გააჩნია უამრავი ვიდეო და ფოტო მასალა, სადაც ნათლად ჩანს საქართველოს პრეზიდენტის მოსასმენად მისული ადამიანების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის ფაქტები და ამ ყველაფრის საპასუხოდ პოლიციელების დანაშაულებრივი უმოქმედობა. თუ გამოძიება ამ და სხვა შემთხვევაშიც არ იქნება გამოყენებული როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი, კიდევ ერთხელ მზადყოფნას გამოვთქვავთ გამოძიებისათვის საინტერესო ნებისმიერ შეკითხვას წინასწარ შეთანხმებულ დროს თბილისის მერიაში ვუპასუხოთ"- აცხადებს აბესაძე.
მასალის გამოყენების პირობები