,,ნაციონალური მოძრაობა" სამართალდამცავებს საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარი ფაქტის არაობიექტურ გამოძიებაში ადანაშაულებს, - აღნიშნულის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა და სამართალდამცავების მხრიდან დეპუტატების ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა.
,,ნაცვლად იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გამოხატოს სურვილი ამ ფაქტის ობიექტური გამოძიებისა და თანამშრომლობის. დღეიდან საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრებზე და იმ დაზარალებულ მოქალაქეებზე, რომლებმაც ძალადობის შედეგად მიიღეს კონკრეტული ზიანი დაიწყო ამ მოქალაქეების წინააღმდეგ, პოლიციის მიერ, მუქარის წერილების დაგზავნა", -განაცხადა ბეჟაშვილმა და ჟურნალისტებს ამგვარი წერილის ერთი ანალოგი წარუდგინა, სადაც როგორც ბეჟაშვილი აცხადებს პოლიციელები ერთ-ერთ დეპუტატს ემუქრებიან თუ დაკითხვაზე არ გამოცხადდება დაკითხვაზე იძულებით მიიყვანენ.
ბეჟაშვილის განმარტებით, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ საპარლამენტო ოპოზიციას კრიმინალების მიერ ორგანიზებული თავდასხმა დაუპირისპირა.
,,ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ რა მოხდა რვა თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკის შენობასთან, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების კონსტიტუციური უფლება-მოსილების განახორციელებას მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ დაუპირისპირა კრიმინალების მიერ ორგანიზებული თავდასხმა და ძალადობა", -განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა და აღნიშნა, რომ ის დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.